суббота, 17 декабря 2011 г.
თამბაქოსაგან თავისუფალი სკოლა
| პროექტის ავტორი | შორენა დიასამიძე |
| პროექტის სახელწოდება | თამბაქოსაგან თავისუფალი სკოლა |
| პროექტის მიზანი | სკოლის მოსწავლეების,პერსონალის და სტუმრების დაცვა თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარებით გამოწვეული ზიანისაგან |
| პროექტის აღწერა | პრობლემის არსის გააზრება,თამბაქოს საწინააღმდეგო სასწავლო პროგრამის შედგენა,კონსულტაცია სკოლის საზოგადოების ყველა წევრთან და მოსწავლეებთან.1.თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის დანერგვის დაწყება.2.ინფორმაციის გავრცელება თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის შესახებ.3.რეაგირების სისტემის მოქმედება.4.დარღვევის აღრიცხვის სქემა.5.მოქმედებს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები მოსწავლეებისათვის. |
| მონაწილეთა ასაკი | 14წ –დან 17წ–მდე |
| ვადები–ხანგრძლივობა | პროექტისათვის საჭირო დრო წინასწარ იქნება შეფასებული,ყველა ტექნიკური დეტალის გათვალისწინებით.ეს დრო წარმოადგენს ღონისძიებისთვის 2–3 კვირას,ხოლო პოლიტიკის დანერგვა–გაკონტროლებისთვის––მთელი წელი. |
| პროექტის შესაძლო აქტივობები | პრობლემასთან დაკავშირებით მოსწავლეები სკოლის საზოგადოების ინფორმირებას დაიწყებენ ღონისძიების სახით: "გაასამართლონ სიგარეტი,''სადაც მოწვეული იქნებიან:1.ისტორიკოსი–რომელიც მოგვითხრობს საიდან შემოვიდა სიგარეტი ჩვენს ქვეყანაში.2.ექიმი–რომელიც ნათლად გვამცნობს,თუ რა მძიმე დაავადებების რისკ–ფაქტორს წარმოადგენს.3.ბიო–ქიმიკოსი––ინფორმაციას გვაწვდის თამბაქოს ბოლის შედგენილობაზე და სხვა. |
| მოსალოდნელი შედეგები | ღონისძიების შემდეგ გაიმართება აქცია:განადგურდეს სიგარეტები,მოსწავლეები მოსახლეობას დაურიგებს ბუკლეტებს და ტკბილეულს წარწერით:''მოწევა მავნებელია–კანფეტი უვნებელი''.ბავშვი დაინახავს და გაიაზრებს სიგარეტის მავნებლობას.მშობლები გადაწყვიტავენ მეტად გააკონტროლონ შვილები.ბავშვები აირჩევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს . |
| საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი | თამბაქოს მოხმარების თავიდან აცილების შესახებ განათლება ჩართული იქნება სწავლების ყველა საფეხურზე,რათა მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცეთ მიიღონ კვალიფიციური ინფორმაციაადამიანის ჯანმრთელობაზე,აგრეთვე გარემოზე თამბაქოს მოხმარებით მიყენებული ზარალის და საშიშროებების ,თამბაქოსაგან თავისუფალი ცხოვრების წესის სარგებლობის შესახებ |
| საჭირო რესურსი | ღონისძიებისთვის საჭირო აღჭურვილობა,ფლივ–ჩარტები,ფლომასტერები,კანფეტები. |
| პროექტის ბიუჯეტი,საჭირო ხარჯები | 35 ლარი |
Подписаться на:
Сообщения (Atom)